სარკესთან ვდგავარ...


სარკესთან ვდგავარ, გამიმრავლდა ვხედავ ნაოჭი
თვალის გარშემო, უპეებიც იფერებს ასაკს
მე არ მაღელვებს გამომშრალი, ბებერი კანი,
დროს ვერ ერევა  საცოდავი, უმწეო წამი

იასამანსაც  შეუცვლია წვიმისგან  ფერი
ავადმყოფობს და  შიშისაგან  ყვავილებს ფანტავს
ჩემს ფანჯარასთან შემოხედვა თუ შეძლო დილით
მისი უმწეო ფოთლის თრთოლვა ძარღვებში ატანს.

არ გავიხსენებ - გრძნობამ თვითონ შემოინახა
შეხება ნაზი, ვნებიანი, სურვილის ღამის
მთვარე, ღამე და ბევრი ჩრდილი...მაისის ნამი
თრთოლვა და ჩუმი ფორიაქი, ცრემლები ლამის...

ყველა ფოთოლში  რომ მეძებდი, დარდმა გამაქრო
როგორც  ყვავილმა, შემოდგომით,  ფერი ვიცვალე
მაისის თვეში ციცინათელად თუ ვეღარ მნახე
უკვე დრო  იყო.. ჩემს ლექსებში გარდავიცვალე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი