გოგონა გრანელის ქუჩიდან
ოქტომბერს ჩავყევი რიცრიცით ჭადრების გლოვაა უშენო... ფოთლების გარეშე დარჩენას გრანელის ქუჩიდან ვუცქერი სამძიმარს მეტყვიან? ცრემლს მაწვევს? ისევ გამაწვალებს მუზები? ალბათ იოქტომბრებს უმზეოდ... ქუჩები, ქუჩები, ქუჩები... ნახატი_ჭადრის ქვეშ გოგონა (გოგო კი არაა, ქალია) გლოვისფერ, გაყინულ კაბაში თვალები მოგრანელისფერო ოქტომბერს ჩავყევი რიცრიცით ჭადრებიც გლოვობენ უშენოდ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი