ბეღურის სუნთქვა
( ვუძღვნი მეგობრის ხსოვნას) ამ თოვლისფერი ზეცით და მიწით ჩემს ფანჯარასთან ბეღურა დაფრთხა... და მე ვიხსენებ შენს ბოლო სიტყვას, მარადისობას მოუხდა ახლაც... ზამთარი, თოვლი, ბეღურა, შიში, გასროლა, თოფი , ამ თოფში ტყვია მზარავს მე ცივი დეკემბრის დილა უკვე თოვლისფრად ...და უფრო მტკივა. ეს ბეღურები ჩვენს თავს მაგონებს უმწეო ფრთებით სიყვარულს ვქსოვდით, ( ზათქი და ზვავი სმენას შეასკდა) მერე გაწითლდა ჩემს გვერდით თოვლიც მე ამ ზამთარსაც უშენოდ ვივლი , ვეღარ გამათბობს ვერც ძველი პალტო. მერე ფანჯარას მივუშვერ ღაწვს და სუნთქვას შევიგრძნობ სრულიად მარტო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი