ბატონები
დედის შეშფოთებული, ცრემლიანი მზერა... სახეზე და ხელებზე წითელი ფოლები... ცხელი შუბლი , ახორკლილი ფარდები და მოჩვენება... მონატრებული მამის საჩუქარი , ფერადი კუ... ბებოს მოყვანილი წიწილა... მერე უკვე საწოლზე , მუხლებზე ჩამომჯდარი წითელბანტიანი ვარიკა... ცხრა დღე... ხელის გულში გამოტარებული ცხრა თავი სათესური , წყლის პირას უბრად და ჩუმად გადაყრილი... ტაბლა... წითლად შეღებილი , ცომის გამომცხვარი გუნდები... ტაბლაზე ხურდა ფული... მეზობლის, მარუსა ბებოს , ჩიფჩიფა ლოცვა... ამღვრეული მხედველობის დაწმენდა... გადალოცვა, ფანდურითა და დაირით... ცხელი ხაჭაპურები, დაძლეულის სიხარულით მარუსა ბებოს ცეკვა... ტაბლის გადაფენა მდინარისპირას , იელის ბუჩქებზე... სახეზე დარჩენილი წითელი ლაქები ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი