ქარებს დავედევნე
ქარებს დავედევნე... შენს გულამდე ვფიქრობ მომიყვანდა ჩუმი გზები, ნაბროლ-ნაომარი ჩემს სულამდე, ბევრჯერ გადათვლილი ნაბიჯებით. ახლა? არეულა ქარში წვიმა. ახლა? ნისლის იქით გადახვედი. ახლა? რაღას შევძლებ, ამერია ყელა დაგეგმილი ბილიკები. მაინც მგონია, რომ შეგეშალა. მაინც მგონია, რომ დაგჭირდები. ერთ დღეს მიხვდები და ძილის ნაცვლად ჩემზე ოცნებებით დაიღლები. 29.07.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი