ანდერძი


ჩემო სიყვარულო... ნახე, რამდენია
შენთვის შეგროვილი ღამის სურვილები.
ყოველ სიზმარში ხარ, ყველა ფერადია
სადაც მოდიხარ და.. მერე? ფიქრად მრჩები.

წლები გაივლის და მე თუ არ ვიქნები...
და თუ დაგჭირდება სითბო ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს,
იქნებ გაიხსენო ჩემი წერილები
და შენთვის შექმნილი ჩემი გაზაფხული.
Mari-Rostomashviliმარი-როსტომაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი