ვწერ ბავშვობიდან. „რაც მაღელვებს, რაიც მტკივა, დამიამებს ხოლმე ლექსი“. ძირითადი მოტივიც ესაა: ლირიკა_სულის წვრთნა, საკუთარი თავისა და ღმერთის ძიება და პოვნა.
“წერა სიამოვნებაა, ბეჭდვა პასუხისმგებლობა” და სიამოვნება პასუხისმგებლობად ვაქციე 2008 წელს, როცა იშვა ჩემი პირველი პოეტური კრებული: ”ნოვალისის ყვავილი”, რომელშიც შესულია საკუთარი ლექსები და თარგმანები სპარსული ენიდან. კერძოდ, ვთარგმნე ირანელი პოეტი ქალის ფორუღ ფაროხზადის ლექსების ნაწილი.
ვთვლი, რომ პოეტი კი არა, მზის შემგროვებელი ვარ. შესაბამისად ინსპირაციის წყარო ყოველთვის არის ადამიანი და მასში ჩაკარგული მზე...
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი