საღამო
მზე გაითხაპნა ზღვის ჰორიზონტზე, მთვარემ საშველად წამოყო თავი. ნაპირზე, ქვიშის ნესტიან ზოლზე, დატანტალებდა საღამო შავი. გამოჰყვა სითბო დაკეცილ ქოლგას, ჯერ კიდევ დღისით მზისგან ნასროლი, და ქოლგის პატრონს - შური და ოხვრა, გამჭოლ მზერაში გამონასკვული. ზღვამ ჩამორეცხა გათხაპნილი მზე, ბინდს შეერია სხეული რუჯით; ლამპიონს ეჯდა უბრად ნაპირზე კაცი, რუხ სხეულს ხატავდა ფუნჯით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი