*** (ერთხელ შენც მოკვდი, სიკვდილო)


,,ყველას რადა ჰკლავ, სიკვდილო,
რად არ თვითონა ჰკვდებიო."
ი. ბაიაშვილი

რამდენჯერ დამირჩა უგულოდ სხეული,
თვალი უსიცოცხლო, ჩირის;
მამი, რომ დამტოვე, შევიქენ სნეული
და გავხდი უფალი ჭირის.
რამდენჯერ ვინატრე გადმოსვლა უფლიდან
მადლის, მეწეოდა ლოდი კლდის,
რამდენ მეგობარსაც მამა გაუფრინდა,
იმდენჯერ თავიდან მომიკვდი,
იმდენჯერ დავწურე ნამისგან თვალები...
მინდა, ხმის წასვლამდე ვიყვირო:
ჩემს ადამიანებს ნუ მიეკარები,
ან ერთხელ შენც მოკვდი, სიკვდილო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი