შენ მომიტევე
ვერ ვაპატიე ლოყაში სილა, ვერ გავუშვირე ლოყა მეორე, ამ სიჯიუტეს მივმარათავ ხშირად და წლებთან ერთად კვლავ ვიმეორებ. არ მეკუთვნოდა, ვერ შევიტოვე სხვისი ნასროლი მყიფე ტალახი, ვერ მივუტევე ვერც დიდს, ვერც ტოლებს, თუმცა არ მწამდა სხვისი ალაჰი. ბოროტების წილ სიკეთის კვალი გავავლე ზოგჯერ, გულის მალამოდ; არ ჩამითვლია , რომ იყო ვალი, თუმცა ძალ-ღონე ვხარჯე ამაოდ. ვით ლევიტელმა სულისწვალებით, ვერ ავარიდე ჩემს მოყვასს თვალი, სამარიტელის გულმოწყალებით მეტად შევაღე საუფლო კარი... და მაინც, როცა სილა ვიგემე, უმწიფარ მტევნის რომ ჰქონდა გემო, მე ვერ შევძელი, შენ მომიტევე, ვერ ვაპატიე, უფალო ჩემო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი