მრავალწერტილი
როცა სრულდება რაღაც, ხშირად ვდუმვარ ღმერთივით და ვერც კი ვითვლი სკვნილზე ასხმულ სადაფის მძივებს. მე არასოდეს მიცხოვრია მრავალწერტილით, ჩემი სასვენი ნიშნებია წერტილი, მძიმე. ნაბიჯებს ვზომავ, რომ არ დარჩეს ადგილი ტირეს, არ ჰქონდეთ კითხვა ჩასაფრებულ ქუჩის სანათებს და თუ შენს ძახილს გაუჩნდება აზრი სულ მცირე, წერტილთან ორი ტყუპისცალი მოიკალათებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი