ბაბუა


მუხლებზე უდევს
ხილაბანდი 
ბებიას ბროშით,
მზერაშეყინულს ენამება 
თვალი ორივე,
დაჭმუჭნულ ხელით მოჭმუჭნის და 
ფაქიზად ჰკოცნის,
უფალს ბუტბუტით თავს ავედრებს, 
მასთან მოვიდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი