ომი


ომი ფუძეა სიძულვილის, ზიზღიც ატყვია
და ჭურვის ზუზუნს დიდთვალება შემოაქვს შიში...
ქალიც და ბავშვიც  ემალები გასროლილ ტყვიას 
და სამალავში უძლებ ყინვას და უძლებ შიმშილს. 

როცა გარბიხარ და სირენის მოგდევს კივილი,
სათამაშოებს ფეხს აბიჯებ, მიმოფანტულებს...
უჰ, როგორ უცებ დაიზარდბენ ომის ტკივილით
და წართმეული ბავშვობიდან გამოფრატუნდნენ.

 ყველა დასერილ მიწას ვტირი და მუხლმოყრილი
ვეთაყვანები გმირებს ისე, როგორც მესიას.
მოვკვდი, არჩილი რომ დაკრძალეს გულამოცლილი,
თავიდან ვკვდები, როცა ტყვიას ბავშვებს ესვრიან.

დღეს გაზაფხულიც ისე გლოვობს დახოცილ შვილებს,
 ზამთრის ხაზინა გადმოცალა, გადმოგვარფრქვია,
კვირტები თითქოს მჭიდროდ კრავენ  ძაძისფერ ღილებს,
მათ გაღიმებას გაზაფხული სულაც არ ჰქვია.

მინდა ლურჯ ცაზე მზის დაირა  გოგმანით მეცნოს,
სხივები თოვდეს ხვავრიელად, აღარც ციოდეს
და ცას შერჩენილ  მკრთალ ზოლიდან, სიკვდილის მაცნე - 
ჭურვების ნაცვლად, ყვავილები  დაბლა ცვიოდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი