დილა ურეკში
გრილ სანაპიროს დღეს ვსტუმრობ ასე: ჭიქის ოხშივარს ცხელი ,,როშენის" სურნელი მოაქვს, სურვილით სავსე, და ხმები ახლოს ისმის ბოშების. მე და ზღვას გვახრჩობს ერთი სურვილი, მზემ გადმოგვხედოს დიდებულებით, აქ სიყვარულით სავსე წყურვილით, მე ზღვა და ზღვას კი მე ვეგულები. ღრუბლები ისე იცვლიან ფერებს, თითქოს ტალღები მოჩანს სარკეში და თეთრი ქაფი შიშინა ბგერებს მოაშრიალებს ყურის სარკმელში... არ ვსტუმრობ ახლა ლა როშელს და თან არ მივსეირნობ ჟოფრის ბულვარში, აქ ხომ ბავშვობის დღეების განცდა, ჩალაგებულა ზღაპრად გუდაში. სანაპიროზე ვწრუპავ ცხელ ,,როშელს" და ტერფებს მითბობს ქვიშის ხავერდი; გავასწრო ბანქოს მოყვარულ ბოშებს... ტალღები მიხმობს და მეც წა-ვე-დი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი