დამშვიდობება
ვმგზავრობ, გზა მიდის... იქ დავტოვე გულის ნაწილი... წამოზვირთული სიდიადე, სხეულქაფქაფა, გამომყვა სევდად, როგორც სულის ვიწრო ყაწიმი, ზედ რომ ირხევა მონატრება მაინც ამაყად. მაცილებს ოქროს პირღიმილა, პირმნათი მზე და, ვით შემოქმედი ჩემი რუჯის, სხეულზე მკოცნის. ტკბილი დღეების ბოლო რიცხვი ჩემს კალენდარზე დღეს სინანულით გადავხაზე - აგვისტოს ოცი. 2022 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი