ხასიათი
ცას ვგავარ ახლა, მთელი დღე დარდი ვაგროვე და ღრუბლებად ვკონე. ვერ მოვითმინე, ჭექა-ქუხილი შემეპარა წკრიალა ხმაში, ვიბობოქრე და შეუცნობი გახდა მიმიკა, ისე, როგორც ქარაშოტის დიდი ქაოსი. და როგორც ელვა-ჭექის შემდეგ კოკისპირული და ხანმოკლე წვიმა დარდებს ცლის, ჩამოვიწრიტე. ახლა ნელ-ნელა ღრუბლებს ვფანტავ, ვთავისუფლდები, ხოლო დილით კი, ამოწმენდილ თვალებს გავახელ და ღრუბლის ნარჩენს მაშინღა დავთმობ, როცა საყვარლად შემომცინებს ჩემი მზე - შვილი. თქვენ მე არ მიცნობთ. ჰო, ცას მიმიგავს ხასიათი და ახლაც მშვიდად ჩემს ვარკვლავებს ვალაგებ მწყობრად და სიტყვებს ვკინძავ, მერე ფრაზებს, ტაეპებს, ლექსებს. ვარსკვლავთმრიცხველო, ჩემი ალბათ, მხოლოდ შენ გესმის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი