წარწერა
ქუჩაში ნარნარად დაქრიან, სიო და ალუჩის კვირტები, ამ ქუჩას სახელი არ ჰქვია, მომსწრეა ის ჩვენი პირველი კოცნის და შეხვედრის იმ სახლთან, სადაც ჭერს სხივები ათბობდა და ქუჩას სიმშვიდე სულ ახლდა, სახლს კი იდუმალი მზადყოფნა მიეღო უცნობი სტუმარი, ძველთაძველ, ფერფლისფერ ლოჟაში, ნივთები მტვრიანი, მდუმარე, ამბორი შეფაკლულ ლოყაზე... დღეს ამ სახლს კედელზე აქვს აბრა, ფარდები ცეკვავენ ნელ ტანგოს, იცვალა ფერიც და სულ დაბლა, სიმწვანე მორჩილად ბალახობს. ნიავი ალუჩის ტოტს არწევს, ფარდაგზე მზე თვლემს და შინ არ ხარ, კედელი ინახავს შენს ნაწერს: ,,ცამდე და ცის იქით მიყვარხარ!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი