მე, შენ...


შენი თვალების რომ მშთანთქავენ ეგ ჭაობები ,
მე ძილს ვისტუმრებ, არ გამექცე ტკბილი სიზმრიდან,
წლებს მოყოლილი პაწაწინა ეს ნაოჭები,
იცოდე, ყველა შეხვედრას და დაშლას ითვლიდა
ჩვენსას და მერე, სულ უეცრად, ნაცვალსახელი
პირველი პირის, მრავლობითი, გამიქრა სრულად;
დიდი ხანია მხოლობითში სიმშვიდით ვსახლობ,
რადგან არსებობს: მე, შენ და... სულაც
არ მეფიქრება, სად არიან ახლა ისინი,
მეთვალყურენი, ჩასაფრებით რომ სხედან ახლოს;
შენი თვალების ჭაობები ცას უერთდება 
და სულ არ მინდა, რომ მდინარედ გარდავისახო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი