დუმილი


გინდაც, შენ დუმდე, ხმაურობენ ფიქრის ეჟვნები,
თან სააქაო ნეტარებით ხლართავენ ძაფებს,
გადაივლიან შავი ღრუბლის თეთრი მძევლებიც 
და ტკბილ  ბაგეზე ღიმილიც კი ფიანდაზს დაფენს.

ვის შეგადარო? წარმოსახვის მიწყდება ალღო
და რჩები კვლავაც ჩემი ფიქრის შეუცვლელ მეფედ...
გინდაც დადუმდე, ან თუნდაც მე გარდავიცვალო,
შენი სახელი   აკროსტიქად   შერჩება ლექსებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი