*** (ხომ არის ზამთარი, ზაფხული)


ხომ არის ზამთარი, ზაფხული, 
მთვარესა და მზეს შორის კონტრასტი,
ცხოვრება - მიწაზე გართხმული, 
უფრო -  არსებობის კონტექსტით...

წლებია ვცხოვრობ და ვხვდები, რომ
მეც ეს არსებობა მაწვალებს...
უშენოდ სიკვდილი კი არა, 
შენს გვერდით ცხოვრება მასწავლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი