უარყოფილი ღმერთი


მომაგონდება ღამეები
ერთმანეთის მსგავსი და თეთრი...
ნეტარი წამი,
აუტანლად შორს რომ დამირჩა.
ტკბილი ფლეიტის სინარნარე-
როგორც ხმა შენი,
ერთმანეთის უერთმანეთობა
ბგერათა ჰარმონიაში
ისე, როგორც დისონანსი...

უთქმელი სიტყვის შემეცნება-
სინათლე ბნელში,
აზვირთებული ფიქრებივით 
ზებუნებრივი და მაინც, ჩემი 
ღმერთი ბევრჯერ უარყოფილი;
ვიყავი პეტრე მამლის ყივილზე,
რომ გაგეცალე, გავინაპირე,
ოღონდ გულიდან ვერსად გაგიშვი
და ვიცი, წასვლას არც შენ აპირებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი