მეფე
შენ შეიძლება იყო შორი და ისე ახლოც, ყოველდღიურად საარსებო მსუყე ხემსს ჰგავდე, ცხადში არა და ყოველ ღამით სიზმარში გნახო და მერე დილით წამწამებზე დამფინო ბადე უძილობისგან, მაწერინო რითმა ქარიშხლად, ჩემში დიოდე მდორე, მაგრამ ანკარა ლეთედ... ვიდრე სათქმელი და მელანი კალმის გამიშრა, მანამდე დარჩი ყველა ლექსში იდუმალ მეფედ. მარი თაბაგარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი