მე, შენ და თოვლი
მოგვნატრებია სითეთრე ზამთრის და ბუმბულივით ფრენა ფანტელის. დღეს ქვიშასავით ჭორები გაგვცრის, ხვალ ეზოებში მიმოგვფანტავენ. იანვრის თვეში უთუოდ მოთოვს, ყინვა დააზრობს ყვითელ ფერს ნაგვემს, დავემსგავსები შეცივნულ ფოთოლს და მოლოდინის გავშლი ფარდაგებს. რომ მომეხვევა ზამთრის მკლავები, მიეყინება ჩემს თვალებს ლოლო, დარჩება, რასაც არა ვკლავ ნებით, შენთან ალერსის სურვილი მხოლოდ. სიცივით როცა დავიწყებ ცახცახს, გადავემხობი მიწაზე თრთვილი, შენ ფანტელებად დაედე ცხრა მთას და თეთრი კაბა მომირთე მძივით. რადგან დალოცვა დედის ვიწამე, არ მაკრთობს გზები ძნელად სათოვლი. ჰო, გავეფინოთ დედამიწაზე, ასე სპეტაკად მე, შენ და თოვლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი