მაჯამები
ცისკრის მაჯამა ამოგორდა მზე რა მწველი, გვსტყორცნა ყველას მზერა მწველი. ხავსი - მშრალად, ჭა - ობით, ტყე კი მაინც ჭაობით... ასე დგება ცისკარი, რომ იღება ცის კარი. *** ასე რამ მოგახატვინა ფირუზისფრად პანო, რამა? მე, თბილისის მოტრფიალეს, მიყვარს მისი პანორამა. *** შემოვიკრიბე აურა ცხელი, მაქვს უთბილესი აურაც, ხელიც... კოცნა გიძღვენი აუ, რა ცხელი, სითბო კიდევ მაქვს აურაცხელი. ნობათი ვაზის დალალს დაწნავ ფრთხილად, ქარვის ჩნდება აკიდო, მერე სწრაფად კარაქსაც დღვებ, შვილს უყვარსო, აკი, დო... სოფლის ნობათს ვის გაატან, ვის გინდა რომ აჰკიდო?! ქალაქისკენ წამსვლელ მგზავრს სთხოვ: -ეს წაიღე, ა, კიდო!.. ხარი შენ ჯიუტი რად ხარ, ხარო, გინდა, ვინმე ახარხარო?! რქებით გამოთხარე ხარო, მე წიქარა მგონიხარო. *** უცნაურად გაგისვამს მაგ თითებზე ქა, ლაქი; შენ ფუსფუსებ, გაგი სვამს, მოიარა ქალაქი. *** საუკეთესოს არჩევ ნებით, მერე ოცდები არჩევნებით?! --- დახშული არის კარი ერის, სადაც ფიქრი აქვთ კარიერის!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი