*** (შვილს)


რომ ჩავეშვები 
ფიქრების ზღვაში,
ხსნა და საშველი
რომ არ ჩანს თითქოს,
შემეგებება
ღიმილი მაშინ,
რომელიც გულს და 
მთელ სხეულს მითბობს.
ყველაზე ლამაზ 
თვალების მზერა,
ყველა ნათქვამზე 
დიდი ,,მიყვარხარ"
და მისი ციცქნაb
გულის რომ მჯერა,
ჩუმად ვდუდუნებ:
,,ჩემი სუნთქვა ხარ!"
შემშლის ერთხელაც
ეს მზერა თვალის,
ახლა რომ მაძლევს 
სიცოცხლის ძალას;
ჯერ დედა ვარ და
მერე ვარ ქალი
და ყველა გრძნობას
უბეში ვმალავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი