დედაშვილობა


გაბუტულივით იბერება ხეზე ატამი
და ეტოლება ჩემი მუცლის წრეწირის სიგრძეს.
რატომღაც მხიბლავს ყვავილობის ერთი ეტაპი,
ორი სული რომ ერთ სხეულში ერთმანეთს იგრძნობს
და ბალადაში ეფერება სტროფებს ტაეპი,
დედაშვილობის სიტკბოება გადმოსცეს ვინძლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი