*** (ელვის შემდეგ)
*** ელვის შემდეგ მზე რომ აშრობს ნაწვიმარს, ის მზე ახლა მენატრება, ჩემო, ცრემლი როცა გაბნევია ყაწიმად, ვერ იფარავს წამწამების ჩერო. მთელი ღამე უწვიმია და ხევიც ღამის ფერით სევდის ძაფებს ჩემობს; თან ეხება სულის სიმებს ხემი, მთელი გრძნობით მეც ვეხები ჩელოს და შუბერტი სულში ისე მეღვრება, გოეთეს და შილერის ლექსს ვჩემობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი