*** (გამოვუყევით)


***
გამოვუყევით
ნოემბრის ქუჩებს,
სუსხი კანიდან
გადადის ძვალში...
შენ მეუბნები
ახალს და უთქმელს,
მეპატიჟები
ბუხართან, სახლში.
ევას ვაშლივით
ტკბილია ალბათ,
შეთბობა ცეცხლთან,
გიზგიზი ალის,
მაგრამ ზამთარი 
მომკივის კართან
და სითბო მინდა
ზეგის და ხვალის...
დავხეტიალობ
დამზრალი მგზავრი
და ჩემს სახლამდე
კიდევ შორია;
შენ ახლა ბუხრის
მოგყვება ჯავრი,
მე კი მზის ძებნამ
ამიყოლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი