*** (ღიმილის უკან)
ღიმილის უკან მოწმენდილი ცრემლების მჯერა, ტირილის შემდეგ გაღიმება თითქოს მაქვს ვალად... რენესანსიდან მოვაბიჯებ რატომღაც ჯერაც და ჰუმანიზმი გავიფინე გზაზე სავალად. ადამიანზე მეტად მისი გულის ვიწამე, გულბოროტებს კი მოვარიდე მზერა ვუალით. რატომ ნივთდება სიყვარული დედამიწაზე?.. ანტიკურიდან ,,ანტიკვარი" ხდება უარით... აბა, მითხარით, ამდენ ცრემლებს რად ვერ ვუწამლეთ, ადამიანი ადამიანის მხსნელი თუ არის?!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი