შემოგაყვარე
აზვირთდა გრძნობა და ამტვრევს კლიტეს, წამოფუთფუთდა გონების კვირტი; შენ კი ფიცს მიდებ, ვით ჰიპოკრატე და ვერც კი ხედავ თუ რატომ ვიწვი... ბრაილის შრიფტით გიწერე სტროფი, როგორც ბრმა, დიდხანს ხუჭავდი თვალებს და როცა მიხვდი, რომ შენი ტრფობით ვემსგავსებოდი ავადმყოფ ქალებს, შემოაჩვიე ოთახს ყვავილი, ქათქათა ვარდი და ჰორტენზია; აღარ მჭირდება ახლა ბრაილი, შემოგაყვარე ეს პოეზია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი