*** (შუაღამეა)


***
შუაღამეა, გამიტყდა ძილი,
ფიქრი კი სწვდება ალთას და ბალთას.
სევდაა ახლა ამ ფიქრის შვილი
და სულ არ იცის, ვინ ხარ ან სად ხარ?!

შუაღამეა, ვითვლი ვარსკვლავებს,
ცაში გაბნეულ ციცინათელებს;
ნამგალა მთვარეს ვუშვერ ჩემს მკლავებს,
მაგრამ იმედიც აღარ მამთელებს.

ცივია ღამე მთვარის სიცივით,
მე კი ფიქრებში მათბობს ბავშვობა,
მიმაცილებენ დღენი სიცილით
და არ მეთმობა დროსთან ანცობა.

...ბოლო ვარსკვლავიც გამიქრა დილით,
(ამოვა მზე და... მთვარესთან წავა...)
ვის დავაბრალო გატეხვა ძილის?
მიზეზი - ერთი ფინჯანი ყავა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი