ყელსაბამი
დღეები გვანან ისე ერთმანეთს, ვით ყელსაბამად ასხმული მძივი. რაღაც მთავრდება და ვერ დასრულდა, ვერ გამოუჩნდა ფუძე და ძირი... ჰაერშიც სევდის ტრიალებს ექო, ყანჩელის ,,სევდამ" ოთახი შთანთქა... და ახლა ვიცი, რომ ჩემს თავს ვენდო, სხვისი იმედით არ დავდგე კართან. ...სულ მარცვალ-მარცვალ გაიბნა მძივი და იქცა ქვებად, ქვიშად, კენჭებად. შემომრჩა მძივის კვანძი და თოკი, უფლისგან თავის გამოსაცდელად! მე ახლა არსად არ ვეძებ მიზეზს, დამღალა ფიქრმა: - რა საბაბისთვის?!. მხოლოდ თბილ ღიმილს ვაგროვებ თქვენსას, ჯერ არ ნახული ყელსაბამისთვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი