გარდაცვალება
მკრთალი ციალი და ღამის გზები, მზისფერი ფოთლის შემოგებება. მივდივარ, ფეხქვეშ ფიანდაზები შარი-შურით და ფრენით მეგება... ჟადეიტის და ზურმუხტის ფერი - ქარისგან ბევრჯერ გალახულები, ძირს გაფენილა ფოთლის ნამქერი, ღაწვებით მზეზე განახუნები. წყდება ძარღვები, სიცოცხლე მიდის. ხე თავს მადნება ქარვის ცვილებად; მოზიარე ვარ ამ პანაშვიდის, მეც მამჩნევია დროის ცვლილება; პარაკლისი აქვს უდავოდ მშვიდი, ფოთლის ლამაზად გარდაცვალებას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი