*** (მე შენ არასდროს გემსგავსები)
მე შენ არასდროს გემსგავსები, ხეზე მოშრიალე ფოთოლო, ისე ცახცახებ ფერშეცვლილი, შიში როგორ უნდა მოთოკო?! რით მოვიხიბლო,შემოგნატრო, როცა მსუბუქი ხარ, ცანცარა... სიოს ჩურჩული გაბრუებს და ქარმა გაწვალა და გაგცვალა. თავს კარგავ მზესთან მოთამაშე, ჭკნები, იცრემლები სულელი; სიცოცხლე ისე გითავდება, ტრფობა გაქვს, სიყვარულს სულ ელი. მე შენ არასდროს გემსგავსები, შენი არაფერი მინდა რა. იცი, ლაღი ხარ ფერშეცვლილიც, მაგრამ ცანცარა და მშიშარა... შეგშლის ვნებიანი ქარბორბალა, სასტიკი, მაცდური უბადლო; მის მკლავს მინდობილი ტრფობაში, თავს იკლავ ლამაზად, უბრალოდ... და მე არასდროს გემსგავსები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი