*** (დაგვენანება)


დაგვენანება
იმ ქვეყნისთვის ვიღაც ჩვენიდან,
თითქოს აქ ვრჩებით
მოკვდავთაგან გადარჩენილად.
ვიღაცა ცხოვრობს,
ვიღაც ცოცხლობს, მიდის თუ მოდის
და ცხოვრების გზას
წერტილს უსვამს დიდი ქვის ლოდი.

არ მეშინია
გამგზავრება ერთი წუთითაც...
იმქვეყნიურის
სივრცისა ვარ მშვიდად აღმქმელი;
ვიწვი სანთლად და
მხოლოდ ერთი მრჩება წუხილად,-
რომ ვერ ვთქვა სრულად, 
ვერ მოვასწრო ჩემი სათქმელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი