*** (შიშველ ხეებზე)
შიშველ ხეებზე შიშს სძინავს თითქოს, დღეს ყელზე ვიხვევ ზამთრის საბურველს. გათოშილ თითებს მზესავით მითბობს, სიკეთეს ხურდად როცა აბრუნებს, ღმერთი და მერე კვლავ მაძლევს ძალას კიდევ ახალი სიკეთის შობის. არც კი ვთვლი ერთ ნეკნს მე ვინმეს ვალად, ვიცვამ მანტიას ბედნიერ მშობლის. გეთსიმანიას ფიქრები გასცდა, ღალატი მცირედ მეწვის ჩემს მკერდში, წარსულ ტკივილის დავკარგე განცდა, ვსახლობ ზეციდან ჩამოსულ ღმერთში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი