მებაღე


ნებისმიერი ხილი ლპობას შიგნიდან იწყებს. ამიტომ, ერთი შეხედვით რთული შესამჩნევია საღისა და ლპობაშეპარულის გარჩევა. კარგ მებაღეს ეს არ უჭირს... სამწუხაროდ, ყველა კარგი მებაღე ვერ ვართ. ვტყუვდებით.
ხილი კი ზოგი სწრაფად, ზოგიც მოგვიანებით აუცილებლად გამოაჩენს თავის უვარგისობას. ხშირად საღი საღადვე ჩირად იქცევა, ზოგიერთს მწიფობამდე მოწყვეტენ და მიირთმევენ, ზოგიერთი საღი იერით გამოფიტული და გემო დაკარგულია, არც გხიბლავს...
და მაინც, ბარაქალა მას, ვისაც მებაღედ გაუწრთვნია თავისი გონება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი