მუზა


ახირებული ხასიათი აქვს. ჯიუტია. ერთადერთია, რომლის ახირებებსაც გაგებით ეკიდები. ერთადერთია, რომელიც ასეთი ბუტიაც გიყვარს. ხანაც სეტყვასავით დაგაცხრება თავზე და გასაქანს არ გაძლევს. ასეთ დროს ყოველთვის ტოვებს თავის ნაკვალევს მელნის ნაფეხურებით. ხანდახან კლავიშებსაც წკაპაწკუპს აუტეხავს. თამაშობს თუ სერიოზული განზრახვა აქვს, ამას მაშინ ხვდები, წერტილს რომ დასვამს და უკუნ ღამეში დაკარგული, ძვირფასი ნივთივით გაიტრუნება. მერე იწყებ თავიდან მისი გზის გავლას,- მზერით მიყვები მის ნაფეხურებს საწყისიდან ბოლო წერტილამდე. გზადაგზა პატარა ხარვეზებს უსწორებ, ხანაც უხმოდ, მაგრამ ემოციურად მიადგები ბოლო წერტილს და ხვდები, აზრიანად გაუვლია თავისი გზა. კმაყოფილება გეუფლება და აღარც მის გაყუჩებასა და დაკარგვას დარდობ. თანაც იცი, ის შენი სულის ნაწილია და ისევე ვერ სძლებს უშენოდ, როგორც შენ მის გარეშე. ამიტომაც, დარწმუნეწბული ხარ, აუცილებლად დაბრუნდება ხეტიალიც უყვარს. ამ შემთხვევაშიც ერთადერთია, სხვაგან ნახეტიალებს რომ უკან იღებ და ეფერები.. ხშირად შენთან ერთადაც სეირნობს. ეს ორივესთვის უძვირფასესი წუთებია, ავსებტ ერთმანეთს.
შენ გიყვარს ის, ყველაზე ახირებული, ყველაზე ბუტია, ბუზღუნა და ერთგული - შენი მუზა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი