ნაოჭები


დაიბადა. გარემოს ცვლილებამ უსიამოვნო შეგრძნება მოუტანა და კოპები შეკრა, იტირა. შუბლზე, თვალებთან, ცხვირთან ხაზები გაუჩნდა... გარემოს როგორც იქნა შეეჩვია, მაგრამ ახლა რაღაც წამოსტკივდა. ტკივილისაგან ისევ სახეს გადაურბინა ხაზებმა. მერე სადღაც ფეხი წამოკრა, წაიქცა და საშინლად იტირა. დაცემის კვალმა ისევ სახეს დაამჩნია ჩვეული ხაზები.
ცხოვრება ხელოვანია. საინტერესო წუთებს და წამებს ხატავს და ხაზავს დაუსრულებლად. ყოველი გრძნობის შესაბამისად ავლებს ხაზს და დროდადრო აფერადებს, ამუქებს. მერე მეტად შესამჩნევი ხდება თითოეული ხაზი, ნაოჭი.
ცხოვრების გზაზე წაქცევა, წამოდგომა, ტკივილი, წყენა, სიხარული ნაოჭებში სახლდება, მყარად იბუდებს და... ვბერდებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი