ჭიამაია
უნგრული ხალხური ლექსი თარგმნა მარი თაბაგარმა ჭიამაია ჭიამაია, ეგ ჟღალი ფრთა ფართოდ გაშალე; არ გეკითხები, ზაფხულამდე დარჩა თუ რა დრო. ჩემს სიცოცხლეს რომ სიყვარული ვარდივით შვენის, ნურც იმ სიცოცხლის დასასრულზე ნუღარ მიამბობ. მხოლოდ მითხარი, მაგ პატარა გულმა კიდევ რა გითხრა ჩემს სულზე, გაჩაღებულ ალით სნეულზე, ზაფხულის ხვატი ისე როდის წამეკიდება, რომ ჩემი ვარდი გავამეფო ჩემსავ სხეულზე?! მარი თაბაგარი ●●● Cserebogár Cserebogár, sárga cserebogár, Nem kérdem én töled, mikor lesz nyár. Azt se kérdem, sokáig élek-e? Csak azt mondd meg: rózsámé leszek-e? Nem kérdem én te tőled, kis madár, Derül-e még életemre több nyár? Ugy is hév nyár lankasztja kedvemet, Mióta rózsám birja szivemet .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი