ღამე ზღვის ნაპირზე
თვე იყურება სარკეში ახლა, ნესტიანი და ცივი აქვს მზერა; ამ მიწის დუმილს ხმებიც რომ ახლავს - სამყაროს ფეთქვას სიმშვიდე ზვერავს. ცას შემოუცვამს მსუბუქი ქარი, ოკეანეს კი ნათელი ფერთა; გულმკერდს ეტყობა სიცოცხლის კვალი, წყნარად ტორტმანებს სიზმრებთან ერთად. გემები თვლემენ აქ, ნავსადგურში და ქანაობენ ნელა და უხმოდ. წყალი, ნათელს რომ იკრავდა გულში, ირეკლავს ნაპირს, თავისთან უხმობს. მიჩუმდა, შეწყდა გნიასი ამ დღის, სავსე ფიქრების დღესასწაულით; უფლის ნებით და მისივე მადლით, კვლავ გათენდება დღე სასწაული. (თარგმნა მარი თაბაგარმა) Ночь на берегу моря В зеркало влаги холодной Месяц спокойно глядит И над землею безмолвной Тихо плывет и горит. Легкою дымкой тумана Ясный одет небосклон; Светлая грудь океана Дышит как будто сквозь сон. Медленно, ровно качаясь, В гавани спят корабли; Берег, в воде отражаясь, Смутно мелькает вдали. Смолкла дневная тревога… Полный торжественных дум, Видит присутствие бога В этом молчании ум. Иван Никитин
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი