*** (ჩემო ძვირფასო)
თანამედროვე თურქი პოეტი მურადხან მუნგანი თარგმნა მარი თაბაგარმა. *** ჩემო ძვირფასო, ჩემო ობოლო, თვე გარბის, დროს კი არ აქვს მარულა, ჩაკეტილი მაქვს დღეს კარი ჩემი, სამყარო ნისლით შემობურულა და ცხოვრებასაც არა აქვს გემო. შენ რომ გიყვარდა, მე ვუსმენ ჰანგებს, ვიცვამ მაისურს, თალხი აქვს ფერი; შენს სამოსს ვეძებ და როცა ვაგნებ, ვეხვევი სუნში და ვეღარ ვშველი სიზმრებს, ღრმა ძილშიც შენით რომ მავსებს, დღისით კი ფინჯან ყავასთან ვჯდები. არ ვაღებ კარებს, არ ვაძლევ პასუხს აღარც ტელეფონს, რადგანაც წარსულს, მომავლის არ მქონს, ვუზივარ თავთან. ჩემო ძვირფასო, ჩემო ობოლო, სურათს ღიმილი რომ შერჩა ბოლოს, მან არც კი იცის, რომ აღარ მყავხარ. *** Sevgilim, yetimim benim, aylar nasıl geçiyor zaman hiç geçmezken kapılar kapalı, dünya buzlu cam uyuşmuş gözlerimin önünde hayat akıp gidiyor hiç kımıldamadan ikimizin yerine dinliyorum sevdiğin şarkıları siyah tişörtünü giyiyorum yatarken gömleklerini, kazaklarını, kokunu senin rüyalarını görüyorum ölür gibi uyurken gün boyu elimde kahve fincanı kapıyı açmıyorum telefonlara çıkmıyorum başını bekliyorum geleceği olmayan hatıraların Sevgilim, yetimim benim, nasıl da kayıtsız gülüyorsun hayata öldüğünden haberi yok fotoğraflarının. Murathan Mungan
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი