ჩემი სახლი
ბელორუსი პოეტი იანკა კუპალა თარგმნა მარი თაბაგარმა. ჩემი სახლი ჩემი სახლი - ვარსკვლავეთი შორეული, არწივების სანავარდო მხარე, სადაც ქარის მოპაექრე ორეული, ფაფარაშლილ ღრუბელს ართმევს არეს. ჩემი სახლი - უღრანი ტყის ძველი თაღით, ირგვლივ ნაძვებს გაუშლიათ თმები, სადაც სოფლის მყუდროებას არღვევს ლაღი, მოკისკისე ფერიების ხმები. ჩემი სახლი - გადაშლილი სივრცე ქვიშის, მზე რომ ყინვის ჩანაცვლებას ბედავს; სადაც მიწას ესმის გუთნის ვაი-ვიში, ოფლის წვეთებს იწმენდს გუთნის დედა. ჩემი სახლი - ზის ვერხვებში, გალავანთან, ყორღანები შემოსილა ისლით, სადაც ძვლები განისვენებს წინაპართა, სადაც მოსთქვამს ღამეცა და ნისლიც. Мой дом Мой дом — прыволле звёзднай далі, Арламі мераны абшар, Дзе бітвы точаць ветраў хвалі З сям’ёй глухіх калматых хмар. Мой дом — амшалай пушчы сховы, Сяліба ясеняў, сасон, Дзе смех русалчын, лесуновы Палошыць вечна-цяглы сон. Мой дом — пясчаныя разлогі, Пакута сцюжы і спякот, Дзе ў скібах лад вядуць нарогі, Аздобай цвет — чырвоны пот. Мой дом — узмежных зёлак восці, З сухой асінаю курган, Дзе тлеюць прадзедавы косці, Дзе плача ночка ды туман.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი