კავკასიონის მთები


მავჯუდა ჰაქიმოვა
თარგმნა მარი თაბაგარმა

კავკასიონის მთები

თქვენ მაპატიეთ, კავკასიონის მთებო,
არ გავისარჯე, არ დაგიწერეთ ოდა,
ცას მიბჯენილი თქვენი ქუდი, ძირს მდელო,
რატომღაც დღემდე ჩემს მუზას არ უხმობდა.

როცა დავადგი თქვენს ფერდობს ფეხი მშვიდად,
შემომაგებეთ სულის ნეტარი სითბო,
თანაც კალთები მწვანე ხალიჩას შლიდა
და ფიანდაზად ფერხთით მიგებდა თითქოს.

გულს არასოდეს დაავიწყდება, თქვენთან
შეუცნობელი სილამაზე რომ სახლობს,
ნაკადული და ანკარა წყარო ერთად
და სოფლის ხედი, ცის ტატნობთან სულ ახლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი