მელანქოლია ამოსდევს სუნთქვას


განცდები ახლაც მაბჯენენ ლულას,
ვერ ვერკინები წარსულის ლანდებს.
მე ხომ აწმყოში მომავალს ვმუსრავ,
მე ხომ სიზრებში დაგეძებ ღამეს.

სტროფებს შემორჩი დაუმჭნარ მუზად,
შემოაძარცვე სათქმელი ბაგეთ.
ღაწვზე გოგმანობ დაუმშრალ კურცხლად
და მაინც გეძებ, სხეულის გარეთ...

მივყვები ბილიკს აქამდე უვალს,
მშფოთვარე სიო მიხელებს ჯავრებს.
გადამისროლეს მე ოსღაც ღუზად,
ნესტარი ეგოს ჩაესო მწარედ...

მელანქოლია ამოსდევს სუნთქვას
და ჩასუნთქვისას ვეღარ ვგრძნობ საყრდენს...
ამოგიგლეჯდი გულიდან, სულაც,
მაგრამ, ამით ხომ სიცოცხლეს გართმევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი