უკანასკნელად...


გრძნობის ვულკანში ჩავიფერფლები,
აღუდგენელი გავხდები მასა...
გამოიკვლევენ გზას ეგ თვალები,
ვერ შეიგრძნობენ ამ გულს რა სწვავდა.

მზერა გაარღვევს ქარაფებს წელში,
შევუერთდები მსოფლიოს ლაქად.
ნოსტალგიისგან ვიშლები მელნით,
სულსა ვღაფავ და გეძახი სად ხარ!

დაწყევლილია ეს ტაეპები,
რისხვა მოჟონავს მეწამულ ლავად,
შენც ჩემთან ერთად წაილეკები!
განა როდემდე მეყრები ლახვრად...

უკვდავსაყოფად ვისწრაფვდი ლექსით,
თვალთ გიკოცნიდა შენ ჩემი მუზა,
ახლა კი გმარხავ მისივე ხელით,
უკანასკნელი აღმოგვხვდეს სულთქმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი