დაკარგული


ბედისწერაა, ასე აფორმებ -
უფორიქო დღეების სიმძილს,
თითქოსდა შენში არაფერია,
რაც გაღვივების სურვილით იწვის.

კენტად და ოხვრით ქედს უხრი ლანდებს,
აწმყო დროს ცრიცავ, წარსული თან გსდევს.
დოგმების დგენით იგრძენი შვება,
რადგანაც, სხვისი შელახე ვნება...

მაგრამ ანარეკლს რას გაუბედავ,
ცინიკურ მზერას? დაუწყებ გვემას?
ნისლში შეცურავ და ჩაინთქმები,
თითქოსდა გსურდეს გაექცე სხეულს,
თვალსაწიერის ძრწოლვა თანმდევი,
დაგტოვებს ეულს, მთვარეულს, ძლეულს.

იმ ღამით სრბოდით უგზო-უკვლოდ,
შენ და ის სიო,
შენ გაურბოდი - მან კი დაე, გსდიოს და გსდიოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი