მძვინვარებს მიწა


მძვინვარებს მიწა რომ ჩამიტანოს,
დამასამაროს მოკვდავი რწმენით -
რომ ვეზიარე მე უკვდავებას,
რომ შიშად არ ღირს სამარე ქვევით.

სადღაც სიცოცხლე აღარ მჩქეფარებს,
შეჩერებულა აზრების დენა.
ვიღაც იქ ჰპოვებს ბედნიერებას,
სადაც მოწყვეტით დავეცი მე გზად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი