უდროობაში მკვდარი


ხეობებს ადევთ მხრჩოლავი თალხი,
მოლეწავს ბიჯი, შემოხვდეს რაც კი...
ალმაცერია ის მზერა ახლა,
ლმობიერების ჩრდილი რომ დაჰკრდა...

შერეულ ჰანგებს აკვნესებს ქარი,
გაფრთხილებაა? ან იქნებ საშვი?!
სისხლი სდიოდეს უყრიდნენ დანას,
ის ურჩევნია იქ ლხენას, სადღაც...

აენთნენ თვალნი მცქირალნი გაღმა,
გგონიათ ჰპოვეს ედემი ან სხვა?
ოხ! უძლურებას შემოვკრათ ტაში,
რომ ვერ გაარჩევს მდებარეს თვალთ წინ...

ფოკუსირება ძნელდება რიჟრაჟს ,
როს დგება ჟამი ინათოს იშვას,
ჩამქრალ მზეს განა შემორჩა ძალა?
მნათობთა ჩრდილში თავად მძლივს რომ სჩანს...

ააბრდღვიალეთ! ჩაესმის ძილს ხმა,
მიკვალავს ბილიკს მრუდდება მით გზა.
განიბნა ფერფლი, აიგო წესი...
უდროობაშიი კვლავ მოკლეს ღმერთი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი