რა იქნებოდა
და შენს თვალებში დაიწყებს დილა შემოსვას სხივის შარავანდედით. ძვირფასო, ახლა ლოლოებს კიდებს, გულს მონატრების სუსხი-ნამქერი. რა იქნებოდა არ გამქცეოდი, ერთად შეგვესვა შარბათი მღერით, წარილტვებოდა წყვდიადი ქვესკნელს, აღვივსებოდით ჩვენ ორნი რწმენით. მაგრამ წახვედი, ამკიდე ჯვარი, ცოდვების თითქოს დამადე ვალი, შემოჰკარ გულო, ბუკს და ნაღარას, უნდა აღვგავო ამქვეყნად დარდი! ან იქნებ აქ ხარ, ჩემს ყოველ აზრში, თვალთა გუგიდან ყვრიმალზე დაძრწი, ნერვულ ქსელებში მომიწყე ჯანყი, გსურს შემოგწირო შენ ჩემი თავი... და მაინც, რატომ ვერ დავდეთ ზავი, რატომ შემოსდგი საუფლოს ტახტი, თუკი იცოდი უძლური იყავ, რად განმარისხე, არიე ჟამი... განიბნევიან ცრემლები მძივად, ნაჭედნი სევდის ყოველი წამით, აღარ დარჩება რაიმე კადრი, რომელსაც ჩვენი შემორჩა ხათრი... ძვირფასო, იქნებ, კიდევ გიხილო, სანამ სამარე თავს მიკრავს მასში, შემიხორცდება ფრთების ადგილი, ჩვენ გავფრინდებით ორივე ცაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი